Aa
Aa

მესიმ ნეიმარის საპნის ოპერაზე და დემბელეს ინციდენტზე ისაუბრა

კატალონიის "ბარსელონას" სუპერვარსკლავმა, ლიონელ მესიმ RAC 1-ს ვრცელი და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა. ესპანელმა ჟურნალისტებმა "ლა პულგას" ნეიმარის საპნის ოპერის შესახებ ჰკითხეს, რაზეც ლეომ განაცხადა: "ამ ზაფხულს მეგონა, რომ თუ ნეიმარი ჩვენთან არ გადმოვიდოდა, კარიერას აუცილებლად მადრიდში გააგრძელებდა. მას პარიზის დატოვება სურდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ფლორენტინო და რეალი მის გადაბირებას შეეცდებოდნენ".

ინტერვიუს მიმდინარეობისას მესიმ დემბელეს ინციდენტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: "რთული წარმოსადგენია დემბელეს მსაჯისთვის ზუსტად ის სიტყვები ეთქვა, რადგან ესპანურად კარგად ვერ ლაპარაკობს და წინადადებების დალაგება უჭირს. იმ მომენტში მთავარი არბიტრისთვის სწორედ ამის ახსნა მსურდა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემი პოზიცია ვალვერდემაც გაიზიარა".

"გაგვიკვირდა მსაჯმა მის მიერ ნათქვამი ფრაზა რომ გაიგო, რადგან დემბელეს ესპანურ ენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მას ყველაფერი ესმის, მაგრამ საუბარი უჭირს".

როგორც მოგეხსენებათ "სევილიასთან" მატჩში მატეუ ლაოსმა დემბელეს წითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც არის შანსი ფრანგმა ფეხბურთელმა "ელ კლასიკო" გამოტოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები