Aa
Aa

ოფიციალურად: ჯამპაოლო ''მილანიდან'' წავიდა

საფეხბურთო კლუბ ''მილანის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი მარკო ჯამპაოლომ დატოვა. იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამართლდა. ''მილანმა'' ჯამპაოლოს გუნდიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. კლუბმა იტალიელ სპეციალისტს წარმატებები უსურვა და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ამ ეტაპზე უცნობია ვინ დაიკავებს ''მილანის'' მთავარი მწვრთნელის პოსტს.

52 წლის სპეციალისტი ''მილანის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასულ ზაფხულში დაინიშნა, თუმცა მისი მილანური კარიერა ძალიან წარუმატებელი გამოვიდა.

სერია ა-ს უკანასკნელი ხუთი მატჩიდან ჯამპაოლოს გუნდმა მხოლოდ 1 მოიგო, დანარჩენ ოთხ მატჩში დამარცხდა. 7 ტურში შვეიცარიაში დაბადებული სპეციალისტის ხელმძღვანელობით ''მილანმა'' მხოლოდ 9 ქულა მოაგროვა. სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს.

ჯამპაოლოს არაერთ იტალიურ გუნდში უმუშავია. 2015-16 წლების სეზონში ''ემპოლის'' წვრთნიდა, რომლის შემადგენლობაში ლევან მჭედლიძე გამოდიოდა, 2016-19 წლებში კი გენუის ''სამპდორიას'' მთავარი მწვრთნელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები