3-სეტიანი გამარჯვება! - ბასილაშვილი შანხაის მასტერსის 1/8 ფინალში გავიდა
Aa
Aa
8 ოქტომბერი 2019  |  11:42

3-სეტიანი გამარჯვება! - ბასილაშვილი შანხაის მასტერსის 1/8 ფინალში გავიდა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში მასტერსის სერიის 1000-იანი ტურნირი მიმდინარეობს, რომლის 1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით იასპარეზა და 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ნიკამ ფრანგ ბენუა პერს 3 სეტში მოუგო.

პირველი პარტიის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ბასილაშვილმა მე-7 გეიმში შეასრულა, რასაც ჩაგდებული მეორე სეტი და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა.

სამაგიეროდ, ქართველმა მე-3 სეტში შესანიშნავად ითამაშა, მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცა და შეხვედრა საათსა და 34 წუთში - 6:4; 1:6; 6:1-ით დაასრულა.

ბასილაშვილი შემდეგ რაუნდში დომინიკ ტიმისა და პაბლო კარენო-ბუსტას მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. ტიმი მსოფლიოს მე-5 ჩოგანია და ესპანელთანაც ფავორიტად ითვლება. სავარაუდოდ, ქართულ-ავსტრიული ჯახი ხუთშაბათს შედგება.

ნიკამ გასულ წელს შანხაიში გამოსვლა 1/16 ფინალში დაასრულა, შესაბამისად, მას რეიტინგში 45 ქულა უკვე მოემატა, დანარჩენი კი მომდევნო მატჩების შედეგებზეა დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები