Aa
Aa

სილვინიო "ლიონიდან" გაუშვეს, ჯერი ჟუნინიოზეა?

ფრანგული „ლიონის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ სილვინიოს, ცუდი შედეგების გამო, კარისკენ მიუთითა.

ლიონელთა პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ, L’Equipe-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ სეზონის სტარტით უკმაყოფილოა და საკუთარ ფუნქციებზე კლუბის სპორტული დირექტორი, ჟუნინიო პერნამბუკანოც, უნდა დაფიქრდეს.

სილვინიომ „ლიონი“ გასული სეზონის ბოლოს ჩაიბარა, თუმცა მიმდინარე საფეხბურთო წელი გუნდმა საშინლად დაიწყო და ბოლო 9-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო. უკანასკნელი წვეთი ლიგა 1-ის გასულ ტურში ერთ-ერთ მთავარ მეტოქე „სენტ ეტიენთან“ სტუმრად განცდილი მარცხი გამოდგა. საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონები ამჟამინდელი გათამაშების სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

ბრაზილიელის წასვლის შემდეგ მის მოვალეობას დროებით მისივე ყოფილი ასისტენტი, ჟერალდ ბატიკლი, შეასრულებს.

ლიონელები მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართავენ და ლიგა 1-ის ეგიდით, საკუთარ არენაზე „დიჟონს“ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები