Aa
Aa

"მილანი" ჯამპაოლოს გაშვებას განიხილავს - გატუზო, სპალეტი, პიოლი და სხვები...

„ჯენოასთან“ მიღწეული მძიმე გამარჯვების მიუხედავად, „მილანის“ ხელმძღვანელობა მარკო ჯამპაოლოს დათხოვნას აქტიურად განიხილავს.

„როსონერიში“ 52 წლის სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილებას ვერ მალავენ და აღარ აქვთ იმედი, რომ ჯამპაოლო გუნდს სათანადოდ აათამაშებს. მის შემცვლელებად კი „ინტერის“ ყოფილი მწვრთნელები - ლუჩიანო სპალეტი და სტეფანო პიოლი განიხილებიან. თუმცა, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, სპალეტიმ „შავ-წითელთა“ გაწვრთნაზე უარი განაცხადა.

სხვა ვარიანტებად პრესა არსენ ვენგერს, რუდი გარსიას, კლაუდიო რანიერის, ანდრეი შევჩენკოსა და ჯენარო გატუზოს ასახელებს. გატუზომ გუნდი გასული სეზონის ბოლოს დატოვა, ახლა კი უფროსობა მის პოსტზე დაბრუნებაზე დაფიქრდა, მაგრამ აპენინური გამოცემების თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დირექტორთა საბჭოშიც ძირეული ცვლილებები იქნება, მთავარი პირობა კი პაოლო მალდინის თანამდებობიდან წასვლაა.

ლომბარდიელთა ბოსებს გადაწყვეტილების მისაღებად საკმაო დრო ექნებათ, რადგან ამ კვირას სანაკრებო პაუზაა.

შეგახსენებთ, რომ მარკო ჯამპაოლოს გუნდმა სერია A-ს საწყის 7 ტურში მხოლოდ 9 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები