Aa
Aa
4 ოქტომბერი 2019  |  10:26

ოუენი: "მანჩესტერი პრემიერ ლიგის საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მაიკლ ოუენმა ოლე გუნარ სულშერის გუნდი გააკრიტიკა. ინგლისელმა თავდამსხმელმა თავისი პოზიცია „ალკმაართან“ მატჩის შემდეგ დააფიქსირა და BT Sport-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა: „ჩემი აზრით იუნაიტედი წლეულს პრემიერ ლიგის საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდება. ეს მანჩესტერი ალბათ ბოლო წლების ყველაზე ცუდი გუნდია. ფერგის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ამაზე ცუდი მანჩესტერი ნამდვილად არ გვინახავს“.

„თანაც ყველაფერი წელს არ დაწყებულა. ბოლო ხუთი, ექვსი, შვიდი ან რვა წლის განმავლობაში გგონია, რომ უარესს ვერაფერს იხილავ, მაგრამ ყოველწლიურად იმედი გიცრუვდება“.

„პრობლემა კიდევ ისაა, რომ ოლე გუნარ სულშერმა გუნდი განზრახ დაასუსტა. მან ლუკაკუ, ერერა, დარმიანი და სანჩესი გაუშვა, არადა იცოდა, რომ მათი გამოყენება შეეძლო. იმის ნაცვლად, რომ ამბიციური გუნდი ჰყოლოდა, ნორვეგიელმა ყველაფრის ნულიდან დაწყება გადაწყვიტა“.

როგორც მოგეხსენებათ გუშინ ევროპა ლიგაზე „წითელმა ეშმაკებმა“ „ალკმაარის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს და ერთ ქულას დასჯერდნენ. მატჩის შემდეგ „მანჩესტერის“ თავკაცმა მსაჯები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ „იუნაიტედს“ თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები