Aa
Aa

"სასუოლომ" კლუბის ისტორიის შემქმნელი პრეზიდენტი დაკარგა

იტალიურმა „სასუოლომ“ საკუთარი პრეზიდენტი, ჯორჯო სკუინცი, დაკარგა, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

სასუოლოელებმა საფეხბურთო ისტორია სწორედ სკუინცის წყალობით დაწერეს. აპენინელმა ფუნქციონერმა სერია C-ში მოასპარეზე კლუბი 2002 წელს შეიძინა, რის შემდეგაც 2008 წელს - ჯერ სერია B-ში, 2013 წელს კი ისტორიაში პირველად უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში დაეხმარა.

„ნეროვერდისთვის“ გამორჩეული გამოდგა 2015-2016 წლის სეზონი, როცა გუნდმა სერია A-ში მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. „სასუოლოს“ ამ წარმატებაში ეუსებიო დი ფრანჩესკოს როლიც იყო, რომელიც გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

„სასუოლომ“ სამძიმრის წერილები არაერთი კლუბისგან და ფეხბურთელისგან მიიღო, გუნდი სერია A-ს მომდევნო ტურში სტუმრად „ბრეშას“ უნდა შეხვდეს, თუმცა არაა გამორიცხული, მატჩი გადაიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები