Aa
Aa

"უცნაური პრობლემა" - ფატის ტრავმა არ აქვს, ის უბრალოდ იზრდება

ანსუ ფატი წლევანდელი სეზონის მთავარი აღმოჩენაა. გვინეა-ბისაუელმა შემტევმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო, „ბარსელონას“ მაისურით რამდენიმე შეხვედრა ფენომენალურად ჩაატარა.

„ბლაუგრანას“ სეზონის სტარტზე საკადრო პრობლემები ჰქონდა და მესის, სუარესისა და დემბელეს არყოფნაში ერნესტო ვალვერდემ 16 წლის ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მისცა. ფატის დებიუტი „ბეტისთან“ შედგა. მან „ბარსას“ მაისურით პირველი გოლი „ოსასუნასთან“ შეაგდო, ხოლო „ვალენსიასთან“ ჯახში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

სამწუხაროდ ფატიმ „ხეტაფესთან“ მარჯვენა მუხლის მყესის დისკომფორტის გამო იუქმა და გუნდს „ინტერთანაც“ ვერ დაეხმარება. კატალონიურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ ფატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლუბისგან საინტერესო ინფორმაცია მიიღო. როგორც გაირკვა ყველაფერი იმის ბრალია, რომ ფატის ძვლები იზრდება და დისკფომფორტს სწორედ ეს პროცესი ქმნის. თანაც იგი უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს და ასეთი საკითხების უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგი იქონიოს. „ბლაუგრანა“ კი რისკებზე წასვლას არ აპირებს.

მეორე მხრივ „ბარსას“ ქომაგებისთვის სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ ფატი, რომელიც 1.78-ია სიმაღლეში კიდევ გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები