როი კინი:
Aa
Aa

როი კინი: "მანჩესტერში ვიეირა რიგითი ფეხბურთელი იქნებოდა"

ლეგენდარული ირლანდიელი ნახევარმცველი, როი კინი მიიჩნევს, რომ პატრიკ ვიეირა „მანჩესტერ იუნაიტედში“ რომ გადასულიყო რიგითი ფეხბურთელი იქნებოდა. როგორც მოგეხსენებათ კინი „წითელი ეშმაკების“ კაპიტანი გახლდათ, ხოლო ვიეირა „არსენალის“ და 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ისინი ერთმანეთს მტრობდნენ.

გუნდებს შორის არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ერთი პერიოდი იწერებოდა, რომ „მანჩესტერი“ ვიეირას გადაბირებას აპირებდა და იმასაც აცხადებდნენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი როი კინს ადგილსა და კაპიტნის სამკლაურს წაართმევდა.

ირლანდიელის აზრით ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. კინის მიხედვით ვიეირა „ოლდ ტრაფორდზე“ რომ გადასულიყო ძირითად შემადგენლობაშიც არ ექნებოდა ადგილი გარანტირებული.

„იყო დრო პატრიკის მანჩესტერში ტრანსფერის შესახებ აქტიურად საუბრობდნენ, თუმცა ჩემი აზრით ის იუნაიტედში გადასვლას არ დათანხმდებოდა“.

„მანჩესტერში ვიეირა რიგითი ფეხბურთელი იქნებოდა და ვთვლი, რომ ეს მას არ დააკმაყოფილებდა“.

„რას გავაკეთებდით, როცა ვერონი მოვიდა გუნდში? ამას ახალ გამოწვევად აღვიქვამდით. კლუბმა პროგრესის გზაზე უნდა იაროს და ამისთვის საჭიროა ასეთი გამოწვევებით სიამოვნება მიიღო“.

„თუ გინდა დიად კლუბში დიდი ფეხბურთელი იყო, მსგავსი გამოწვევები უნდა მიიღო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები