აგენტი:
Aa
Aa

აგენტი: "როცა კონტრაქტი გაფორმდა, "ბარსას" დირექტორმა ტირილი დაიწყო"

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულის, ფრენკი დე იონგის აგენტმა, ჰასან სეტინკაიამ, პრესასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, რთული სატრანსფერო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით შემდეგ, "ბარსელონას" დირექტორმა ტირილი დაიწყო.

"ფრენკის სატრანსფერო რბოლა ნამდვილი ომი იყო - "სიტიმ", "იუვენტუსმა" და პსჟ-მ ყველაფერი გააკეთეს, თუმცა საბოლოო გამარჯვება "ბარსას" დარჩა, რომელიც თავიდანვე ფრენკის ფავორიტი იყო, რადგან ამ კლუბი სათამაშო სტილი მის დნმ-შიცაა.

მახსოვს, როცა სატრანსფერო მოლაპარაკებები დასრულდა და შესაბამისი დოკუმენტები გაფორმდა, "ბარსელონას" გენერალურმა დირექტორმა, პეპ სეგურამ, ტირილი დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ სატრანსფერო მოლაპარაკებებში ჩართულ თითოეულ ადამიანზე უდიდესი წნეხი იყო". - აცხადებს ჰოლანდიელი ნახევარმცველის აგენტი.

"ბარსელონამ" ფრენკი დე იონგის ტრანსფერში 75 მილიონი ევრო გადაიხადა და მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები