ბასილაშვილი ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება
Aa
Aa
30 სექტემბერი 2019  |  12:03

ბასილაშვილი ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება

დღეს სტარტი აიღო ჩინეთის 500-იანმა მასტერსმა.

აღნიშნული გათამაშება მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ტურნირია ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის.

როგორც გახსოვთ, 2018 წელს მასტერსის გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი გახდა და შესაბამისად მას წელს 500 ქულა აქვს დასაცავი.

ტურნირის პირველ მატჩს ნიკოლზ ბასილაშვილი მსოფლიოს 22-ე ჩოგანის, არგენტინელი გუიდო პელას  წინააღმდეგ გამართავს .

ამ დრომდე, ქართველი და არგენტინელი ჩოგბურთელები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ , 2018 წლის ამერიკის ღია პირველობის საწყის ეტაპზე დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიპოვა.

ქართველ და არგენტინელ ჩოგბურთელებს შორის მატჩი ხვალ, პირველ ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა დილის 7 საათზეა ჩანიშნული.

წარმატებული სტარტის შემთხვევაში ბასილაშვილი  მომდევნო წრეში ციციპასისა და ლაოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები