Aa
Aa

ბარძალი "იუვენტუსში" დასაქმდა

ანდრეა ბარძალი ტურინის „იუვენტუსის“ რიგებს დაუბრუნდა და მაურიციო სარის სამწვრთნელო შტაბში დასაქმდა. „ვეკია სინიორას“ ოფიციალურმა საიტმა ინფორმაცია გუშინ საღამოს დაადასტურა.

ბარძალის მოვალეობა ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის ურთიერთკავშირის გაუმჯობესება იქნება. მის თანამდებობას „იუვემ“ ოფიციალურად ტექნიკური კოლაბორატორი უწოდა.

38 წლის ბარძალიმ აქტიური საფეხბურთო კარიერა მაისში, სწორედ „იუვეს“ ფეხბურთელის რანგში დაასრულა, იქამდე კი კლუბის ღირსებას 8 წლის განმავლობაში იცავდა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა „ბებერი ქალბატონის“ მაისური 281 შეხვედრაში მოირგო და 8-ჯერ იტალიის სერია A-ს, ხოლო 4-4-ჯერ ქვეყნის თასისა და სუპერთასის ტიტული დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები