Aa
Aa

"გახსოვდეთ - ყოველი ღამის შემდეგ განთიადი მოდის“ - რონალდუმ "ინსტაგრამზე" პოსტი გაავრცელა

ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიას პორტუგალიის ნაკრების „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი სპციალური პოსტით გამოეხმაურა.

„ყველა დროის საუკეთესო“ - ასე დაასათაურეს კრიშტიანუ რონალდუს ფოტო პორტუგალიელებმა, რითაც ნაკრების კაპიტანს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მიანიშნეს, რომ კონკრეტულად ამ წლის საუკეთესოობით არაფერი წყდება.

გუშინ საღამოს დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ „ინსტაგრამზე“ პოსტი თავად რონალდუმაც გაავრცელა.

„მოთმინება და დაჯინებით რაღაცის გაკეთების სურვილი ის მახასიათებლებია, რომლებიც პროფესიონალს მოყვარულისგან განასხვავებს.

ყველაფერი, რაც დღეს დიდია, რაღაც პატარიდან დაიწყო. თქვენ არ შეგიძლიათ, გააკეთოთ ყველაფერი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რათა თქვენი ოცნებები ახდეს. და გახსოვდეთ - ყოველი ღამის შემდეგ განთიადი მოდის“.

ფიფა-ს გამოკითხვის შედეგად, მესისა და ვან დეიკის შემდეგ, რონალდუმ The Best-ის ნომინაციაში მე-3 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის რანგში, ხმის მიცემის უფლების მქონე რონალდუმ, პირველ ადგილზე მატიის დე ლიხტი დაასახელა, მეორე პოზიციაზე ფრენკი დე იონგი გაიყვანა, ხოლო მესამეზე - კილიან მბაპე.

რაც შეეხებათ დანარჩენ ორ ნომინანტს, ვან დეიკმა მესი გამოარჩია, მეორე და მესამე ადგილზე კი თანაგუნდელები - მო სალაჰი და სადიო მანე დაასახელა. თავად მესიმ პირველი პოზიცია იმავე - მანეს, მეორე - რონალდუს, ხოლო მესამე ფრენკი დე იონგს მიაკუთვნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად კრიშტიანუ უკვე ზედიზედ მეორე წელია ფიფა-ს The Best-ის დაჯილდოების ცერემონიას არ ესწრება, რის მიზეზადაც ორივე შემთხვევაში ტრავმის შემდგომი სარეაბილიტაციო კურსი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები