გორგოძე შესანიშნავ ფორმაშია:ქართველმა ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო
Aa
Aa
22 სექტემბერი 2019  |  20:45

გორგოძე შესანიშნავ ფორმაშია:ქართველმა ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო

საფრანგეთში ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ 60-ათასიანი ტურნირი მოიგო. მიმდინარე თვეში გორგოძემ ზედიზედ მეორე ტურნირში შეძლო პირველი ადგილის დაკავება.გორგოძემ ჩეხეთში ერთეულთა შორის იმარჯვა, ამჯერად კი წყვილთა შორის გახდა გათამაშების ტრიუმფატორი.

საფრანგეთში გორგოძის მეწყვილე ბელგიის სახელით მოასპარეზე მარინა ზანევსკა იყო. მათ ტურნირი ესპანალებთან გამარჯვებით დაიწყეს (კორტეს ლორკა-ვისენს მასი), გორგოძემ და ზანევსკამ შეხვედრა 6:0, 6:2 მოიგეს. 

მეოთხედფინალში რუმინელ ბარას და ლუქსემბურგელ მინელას 6:3, 2:6, 10:5 მოუგეს, ნახევარფინალში კი კვლავ  ესპანურ წყვილს (გერერო ალვარესი-მარისტანი ზულეტა დე რეალესი) შეხვდნენ და 6:1, 6:1 გაიმარჯვეს.

რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, ქართველმა და ბელგიელმა ესპანურ-ხორვატულ დუეტთან (ბოლშოვა ზადოინოვა-მრდეზა) მძიმე ბრძოლაში წარმატებას მიაღწიეს - 6:7 (8:10), 7:5, 10:8.

შეგახსენებთ, ფრანგულ ტურნირამდე გორგოძემ ერთეულთა შორის ჩეხეთში გამართული 25-ათასიანი ტურნირი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები