Aa
Aa

"ვესტ ჰემი" 2:0 "მანჩესტერი" - სულშერის გუნდის საქმე ცუდადაა

პრემიერლიგის მე-6 ტურში ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ლონდონში „ვესტ ჰემთან“ მორიგი მარცხი იწვნია.

„წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერლიგაში უკვე მეორე მატჩი წააგეს და ოთხეულში მოხვედრის შანსებს ნელ-ნელა იმცირებენ.

„ჩაქუჩებმა“ შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარეს და მეტოქეს სრულიად დამსახურებულად მოუგეს.

გოლების ავტორები იარმოლენკო და კრისველი გახდნენ. ამ უკანასკნელმა დე ხეას ულამაზესი ჯარიმა გაუტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ვესტ ჰემმა“ „მანჩესტერს გადაასწრო და 11 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდა.

„მანკუნიანელები“ კი 8 ქულით მერვე ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები