Aa
Aa

ლუკაკუ და ბროზოვიჩი "სლავიასთან" მატჩის შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„სლავიასთან“ მატჩის შემდეგ „ინტერის“ ფეხბურთელები, რომელუ ლუკაკუ და მარსელო ბროზოვიჩი გასახდელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ბრიტანული პრესის ცნობით ბელგიელმა თავდამსხმელმა ხორვატ ნახევარმცველს უთხრა, რომ მან ანტონიო კონტეს ტაქტიკური დავალებები ვერ შეასრულა და „სლავიასთან“ შეხვედრაში ბურთი უწყინარ სიტუაციაში ბევრჯერ დაკარგა.

ლუკაკუ და ბროზოვიჩი თავდაპირველად მშვიდად საუბრობდნენ, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ხორვატმა რომელუს გაახსენა, რომ მან საკმაოდ ხელსაყრელი მომენტი გაანიავა. ამის შემდეგ მათ ერთმანეთი უკმეხი სიტყვებით მოიხსენიეს და ალექსის სანჩესი, რომ არა ჩხუბსაც ატეხდნენ.

ჩილელი შემტევი თანაგუნდელებს შორი ჩადგა და სიტუაცია განმუხტა, თუმცა მხარი რომელუ ლუკაკუს დაუჭირა, რომელსაც დიდი ხანია იცნობს. ბროზოვიჩს კი „ნერაძურის“ გოლკიპერი, სამირ ჰანდანოვიჩი გამოექომაგა.

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გასახდელში მომხდარი ინციდენტის გამო განრისხებულია. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბის პრეზიდენტს, ბეპე მაროტას მიმართა და სთხოვა პრობლემები დახურულ კარებს მიღმა მოაგვაროს. უცხოური გამოცემების მიხედვით კონტე ერთ-ერთ ვარიანტად ბროზოვიჩის სათადარიგო სკამზე დატოვებას განიხილავს.

„ინტერში“ სიტუაცია ძალიან ცუდ დროს აირია. ხვალ „ნერაძურის“ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. „შავ-ლურჯები“ მოსისხლე მტერს, „მილანს“ შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები