Aa
Aa

გრინვუდი "მანჩესტერის" ისტორიაში შევიდა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ევროპა ლიგის წლევანდელი გათამაშება გამარჯვებით გახსნა. „წითელი ეშმაკები“ ნახევრად შევსებულ „ოლდ ტრაფორდზე“ „ასტანას“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

მატჩის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე გავიდა. ყაზახური გუნდის კარი „მანჩესტერის“ პერსპექტიულმა შემტევმა, მეისონ გრინვუდმა აიღო. 17 წლის ინგლისელი „იუნაიტედის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროტურნირებზე გოლის გატანა მოახერხა. გრინვუდმა მარკუს რაშფორდის რეკორდი გააუმჯობესა.

“ასტანასთან“ მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, ბრიტანულმა პუბლიკამ ოლე გუნნარ სულშერის გუნდი მაინც მიწასთან გაასწორა. „ნისლიან ალბიონზე“ „წითელ ეშმაკებს“ თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ. ერთადერთი, ვინც დადებით კონტექსტში მოიხსენიეს გრინვუდი გახლდათ.

მატჩის შემდეგ 17 წლის ფეხბურთელი მაიკლ ოუენმა და ოუენ ჰარგრივსმა შეაქეს. ოუენი პროგნოზირებს, რომ გრინვუდი დიდი ხნის განმავლობაში „მანჩესტერის“ ძირითადი შემადგენლობის ღირსეული წევრი იქნება, ხოლო ჰარგრივსი მიიჩნევს, რომ მეისონს აქვს პოტენციალი ერთ დღეს პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები