Aa
Aa

შეძახილები და ოვაციები მიხაილოვიჩის პალატასთან

სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიასთან ბრძოლას აგრძელებს და მკურნალობის კურსის მეორე ეტაპის ფარგლებში ბოლონიაში მდებარე ჰოსპიტალ „სანტ’ორსოლაში“ იმყოფება.

იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში „ბრეშასთან“ მოგებული ურთულესი მატჩის შემდეგ „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის პალატის ფანჯრებთან გუნდის ავტობუსი და გულშემატკივრების ჯგუფი მივიდნენ. სინიშა მათ ფანჯრიდან მიესალმა და გამარჯვება მიულოცა.

„როსობლუს“ შემტევის, როდრიგო პალასიოს, განცხადებით, სერბი სპეციალისტი გუშინდელი მატჩის შესვენებისას გუნდის გასახდელში სატელეფონო ვიდეოზარის მეშვეობით ჩაერთო, მისმა სიტყვებმა კი მეორე ნახევარში ფეხბურთელთა თამაშზე შთამაგონებელი გავლენა მოახდინა.

„ბოლონია“ პირველი ტაიმის შემდეგ „ბრეშასთან“ სტუმრად 1:3-ს აგებდა, თუმცა მეორე 45 წუთში მეტოქეს 3 გოლი გაუტანა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მიხაილოვიჩის გუნდმა საწყის 3 ტურში 7 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში მხოლოდ 9-ქულიან „ინტერს“ ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები