ტამი აბრაჰამი ნიგერიის ნაკრებში?
ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი, ტამი აბრაჰამი ნიგერიის ნაკრებში თამაშს არ გამორიცხავს. 21 წლის ცენტრფორვარდს, რომელსაც პრემიერ ლიგაში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი ინგლისის ეროვნული გუნდის მაისური ორჯერ აქვს მორგებული. ორივეჯერ ამხანაგურ მატჩში.
მიუხედავად ამისა, ნიგერიის ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ აბრაჰამს დაიყოლიებს. „ლურჯების“ შემტევს „სუპერ არწივების“ ინტერესის შესახებ Telegraph-მა ჰკითხა და ბრიტანულმა გამოცემამ ასეთი პასუხი მიიღო: „ეს ინფორმაცია ჩემამდეც მოვიდა, თუმცა ჯერჯერობით სხვა საკითხებზე ვარ ფოკუსირებული. გადაწვეტილებას მაშინ მივიღებ, როცა ამის დრო დადგება. მანამდე კი შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს თქვა არასდროს“.
„ამ ეტაპზე მხოლოდ ჩელსიზე ვარ კონცენტრირებული და იმედი მაქვს გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები“.
შეგახსენებთ, რომ აბრაჰამმა ბოლო შეხვედრაში „ვულვზის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა. 21 წლის თავდამსმხელი „ლურჯების“ ლიდერად ყალიბდება და ფრენკ ლამპარდის გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა. 17 სექტემბერს აბრაჰამი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პირველ ტურში „ვალენსიას“ კარის აღებას შეეცდება.