Aa Aa
13 სექტემბერი 2019  |  18:00

Davis Cup - 1:1 ნორვეგიასთან პირველი დღის შემდეგ

დევისის თასის II ჯგუფში საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები ნორვეგიას ხვდება და პირველი დღის შემდეგ ანგარიში 1:1-ია. 

სანდრო მეტრეველმა ჩვენი ნაკრები მას შემდეგ დააწინაურა, რაც მსოფლიო რეიტინგში მასზე გაცილებით წინ მყოფ ვიქტორ დურასოვიჩს 7:5; 6:4 მოუგო. მეტრეველი ATP-ს კლასიფიკაციის 695-ე საფეხურზეა, დურასოვიჩი კი 323-ე პოზიციას იკავებს.

დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონოდა დღის მეორე მატჩისგან, რომელშიც ნორვეგიელთა მთავარი ტალანტი, 20 წლის კასპერ რუუდი, გიორგი ცივაძის წინააღმდეგ თამაშობდა. რუუდმა ქართველს მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო და 6:1: 6:0 დაამარცხა.

ამრიგად, პირველი დღის შემდეგ ანგარიში თანაბარია, ხვალ კი მეტრეველი - რუუდის, ხოლო ცივაძე დურასოვიჩის წინააღმდეგ ითამაშებს. 

შეგახსენებთ, რომ პირადი პრობლემების გამო, საქართველოს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერ ეხმარება. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!