ფაბიან რუისის გადასაბირებლად დიდი ბრძოლაა გაჩაღებული
Aa
Aa

ფაბიან რუისის გადასაბირებლად დიდი ბრძოლაა გაჩაღებული

იტალიური გამოცემა, Calciomercato საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის, ფაბიან რუისის საკუთარ რიგებში ხილვა ერთბაშად 4 გრანდს სურს.

აქამდე საუბარი "ბარსელონას", "რეალისა" და "ბაიერნის" შესახებ მიდიოდა, თუმცა როგორც ირკვევა ხსენებულ ტრიოს "ლივერპული" შეუერთდა.

"მერსისაიდელთა" თავკაცი, იურგენ კლოპი ნახევარდაცვის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. თანაც რუისზე დაკვირვების კარგი შანსი ექნება. "პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "წითლებთან" მოხვდა.

Calciomercato-ს ცნობით "ლივერპულს" რუისის სანაცვლოდ დიდი თანხების გაღება მოუწევს. "ნაპოლის" თავკაცის, კარლო ანჩელოტის სამომავლო გეგმებში ესპანელი ფეხბურთელის გასხვისება ნამდვილად არ შედის. თანაც იტალიელმა სპეციალისტმა გუნდიდან ჰამშიკი იმიტომ გაუშვა, რომ რუისის ეიმედებოდა.

რუისი ესპანეთის ნაკრების ამომავალი ვარსკლავია და მას სამშობლოში ჩავის ადარებენ. "ფურია როხას" რიგებში მისი სადებიუტო შეხვედრა ივნისში, ფარერი კუნძულების წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები