ლუკაკუ:
Aa
Aa

ლუკაკუ: "ინგლისში გაჩერება უბრალოდ აღარ შემეძლო"

მილანის "ინტერის" ახალწვეულს, რომელუ ლუკაკუს მიაჩნია, რომ "ნერაძური" ის გუნდია, რომელიც მას სჭირდება. ბელგიელმა თავდამსხმელმა აღიარა, რომ "მანჩესტერში" გაჩერება აღარ შეეძლო და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურდა.

"შავ-ლურჯების" ცენტრფორვარდმა იტალიური თავგადასავლის შესახებ ESPN-თან ისაუბრა და განაცხადა: "ინტერი ის გუნდია, რომელიც მე მჭირდება. ეს ქალაქი და კლუბი ძალიან მიყვარს. ინგლისი იდეალურ დროს დავტოვე. იქ გაჩერება უბრალოდ აღარ შემეძლო".

"ინტერი ამბიციური კლუბია. მას საფეხბურთო ელიტაში თავისი კუთვნილი ადგილის დაბრუნება სურს და მე მზად ვარ კლუბს მიზნის მიღწევაში დავეხმარო. აქ გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო".

"ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს. გუნდმა მე კარგად მიმიღო და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რამდენიმე თვეა ინტერის ფეხბურთელი ვარ. ჩემთვის თანაგუნდელებთან ურთიერთობა და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია".

"ვგრძნობ, რომ რაღაცას მივაღწევთ. აქ სწორედ ამიტომ ვარ. გამოვა თუ არა რამე? ამას სეზონის ბოლოს გეტყვით".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები