დაბრუნება 8 წლის შემდეგ! - კლაისტერსი ისევ WTA-ში
Aa
Aa

დაბრუნება 8 წლის შემდეგ! - კლაისტერსი ისევ WTA-ში

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, კიმ კლაისტერსი, 8-წლიანი პაუზის შემდეგ პროფესიონალურ ჩოგბურთში ბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ს ოფიციალური საიტი ავრცელებს.

კლაისტერსი ამჟამად 36 წლისაა და ჩოგბურთში მეორედ ბრუნდება, მან კარიერა 2007 წელს ფეხმძიმობის გამო შეწყვიტა, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი 2009 წელს თამაში განაახლა და 2010-2011 წლებში დიდი სლემის ორი ტიტული მოიგო, თუმცა 2012 წელს ჩოგბურთიდან კიდევ ერთხელ წავიდა.

დღეს, "ტვიტერზე" გამოქვეყნებული პოსტით კიმი დაბრუნების შესახებ კიდევ ერთხელ აცხადებს და აღნიშნავს, რომ 3 შვილის დედობის მიუხედავად, ჩოგბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაში კვლავ სურს და ამ ორი საპასუხისმგებლო და რთული მისიის შესრულებას 2020 წლის სეზონიდან ერთდროულად ეცდება.

კლაისტერსს WTA-ს ეგიდით 41 ტიტული აქვს მოპოვებული, მათგან 4 დიდი სლემის ტურნირია - ავსტრალიის ღია პირველობა და 3-ჯერ ამერიკის ღია პირველობა მოიგო. ბელგიელი 2017 წლიდან ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები