Aa
Aa

ჯოკოვიჩისთვის სეზონი დასრულდა?

ნოვაკ ჯოკოვიჩის მიმდინარე სეზონში კორტზე დაბრუნება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა. მისი მხრის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა და, შესაძლოა, სერბ ვარსკვლავს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

ჯოკოვიჩი შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლინიკაში მკურნალობს, სადაც ექიმები მის მხარზე მიმდინარე პროცესებს გულდასმით აკვირდებიან. მათი დასკვნა რამდენიმე დღეში გამოცხადდება და დიდი შანსია, ის ისეთი იყოს, რომ „ნოლეს“ 2020 წლამდე კორტზე გასვლა აეკრძალოს.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა 1/8 ფინალში დაასრულა, რისთვისაც 1820 სარეიტინგო ქულა დაკარგა და თუკი წლევანდელ სეზონში ვეღარ ითამაშებს, 99%-იანი ალბათობით, მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი საფეხურის დათმობა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის სერბმა გუშინ რაფა ნადალს ამერიკის ღია პირველობის მოგება სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა. მან ასევე დანილ მედვედევიც შეაქო, რომელმაც დიდი სლემის ტურნირების ფინალში პირველად ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები