Aa
Aa

აბრაჰამი: "მე ძლიერი ადამიანი ვარ, მაგრამ"...

ლონდონის “ჩელსის“ ახალგაზრდა თავდამსხმელს, ტამი აბრაჰამს „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს. 21 წლის ცენტრფორვარდმა „მერსისაიდელებთან“ ჯახში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და „არისტოკრატების“ ქომაგები სწორედ ამან განარისხა.

აბრაჰამმა „ლურჯების“ გულშემატკივრების ამაზრზენ გამოხტომას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა როგორც თავად აცხადებს მის სანაცნობო წრეს იგივეს გაკეთება ძალიან გაუჭირდა.

„მახსოვს დედაჩემს ვესაუბრებოდი და იგი ატირდა. დედაჩემი ფიქრობდა - რატომ მაინც და მაინც ჩემი შვილი? რატომ ჩემი შვილი“?

„მე ძლიერი ადამიანი ვარ და რასისტული შინაარსის შეურაცხყოფას ჩემზე დიდი გავლენა არ ჰქონია. მაგრამ ჩემ გარშემო ბევრია ისეთი, ვინც არ მგავს და მათ ყველაფერი გულთან ძალიან ახლოს მიიტანეს. სწორედ ამიტომ რთული და საკმაოდ ემოციური პერიოდი გამოვიარე".

„ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ აბრაჰამმა კრიტიკოსებს ღირსეულად უპასუხა. მან 4 გოლი გაიტანა და დუბლი ჯერ „ნორვიჩთან“, ხოლო შემდეგ „შეფილდთან“ შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები