„ჩელსის“
Aa
Aa

„ჩელსის“ "რეკორდი" - სატრანსფერო დისკვალიფიკაცია არც თუ ისე ცუდი ყოფილა

ფრენკ ლამპარდი ლონდონის “ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, თუმცა საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირა. "ლურჯების" ქომაგთა სამწუხაროდ საქმე სტადიონს მიღმა განვითარებულ მოვლენებს ეხება.

The Sun-ის ინფორმაციით ზაფხულში „არისტოკრატები“ ფეხბურთელების გასხვისების შედეგად 133 მილიონი ფუნტით გამდიდრდნენ. 2008-09 წლების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლონდონელები სატრანსფერო ბაზარზე პლუსში გავიდნენ და ზარალი არ ნახეს.

ამ ზაფხულს „ჩელსიმ“ ერთბაშად 21 ფეხბურთელი გაუშვა. ყველაზე მსუყე გამოსასყიდი კი ედენ აზარის სანაცვლოდ მიიღო, რომელმაც კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელა.

აღსანიშნავია, რომ 133 მილიონი ფუნტიდან ლონდონელებმა 40 მატეო კოვაჩიჩის გასაფორმებლად დახარჯეს, მიუხედავად ამისა, დარჩენილი თანხა ლუის ფელიპე სკოლარის გუნდის შემოსავალზე თითქმის რვაჯერ მეტია.

„ჩელსის“ „რეკორდი“ სატრანსფერო დისკვალიფიკაციის დამსახურებაა. „ლურჯები“ სასურველი ფეხბურთელის გადაბირებას მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრისას ვერ შეძლებენ, რადგან ლონდონურმა კლუბმა ფიფას რეგულაციები დაარღვია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები