პოლ ინსი ლუკაკუს ინციდენტზე:
Aa
Aa

პოლ ინსი ლუკაკუს ინციდენტზე: "იტალიელი ქომაგები რასიზმის გამო არასდროს ისჯებიან"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ ინსმა იტალიელი გულშემატკივრები გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ „კალიარის“ ქომაგებმა რომელუ ლუკაკუს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფები მიაყენეს და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ინსმაც დააფიქსირა.

„მაშინ, როცა იტალიაში ვთამაშობდი, რასიზმი სერიოზული პრობლემა იყო. სამწუხაროა მაგრამ ზუსტად ამიტომ არ მიკვირს, რაც ლუკაკუს გადახდა თავს“.

„ერთხელ ინტერის რიგებში გამოვდიოდი და კრემონეზეს დავუპირისპირდით. ერთ მომენტში მეკარემ ჩემზე ჯარიმა აიღო. ორივე მინდორზე დავეცით. მე სწრაფად ავდექი და თამაში გავაგრძელე. ამ დროს უეცრად ნახევარმა სტადიონმა ჩემი მისამართით რასისტული შეძახილების სკანდირება დაიწყო“.

„შეჯახებისას თეძო ვიტკინე, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მოედანზე დავრჩენილიყავი. არ მინდოდა მინდორი დამეტოვებინა და ტრიბუნებზე შეკრებილი ქომაგები მიმხვდარიყვნენ, რომ ტკივილი მაწუხებდა. მომდევნო ოცი წუთის განმავლობაში ისინი ამაზრზენ სიტყვებს სკანდირებდნენ. საშინელება იყო“.

„ინტერში გადასვლის პირველივე დღეს ერთ-ერთ კედელზე რასისტული წარწერა დამხვდა, რომელიც როგორც გავიგე ყოველთვის იქ იყო“.

„იტალიელი გულშემატკივრები რასიზმის გამო არასდროს ისჯებიან. ფედერაცია არაფერს აკეთებს და ქომაგებს ჰგონიათ, რომ მათ ასეთი ქმედებებით შავკანიან ფეხბურთელებზე ზემოქმედების მოხდენა კვლავ შეუძლიათ“.

„პრობლემების აღმოსაფხვრელად უეფა არაფერს აკეთებს. მნიშვნელობა არ აქვს ეს იტალია იქნება, ინგლისი გერმანია თუ საფრანგეთი. ისინი არაფერს აკეთებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები