პსჟ-მ ნავასის ტრანსფერი დაადასტურა
Aa
Aa

პსჟ-მ ნავასის ტრანსფერი დაადასტურა

კოსტა რიკელი მეკარე კეილორ ნავასი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონ "პარი სენ ჟერმენის" რიგებში გააგრძელებს. პარიზელებმა ნავასის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ნავასი მადრიდელ თანაგუნდელებს დღეს დაემშვიდობა, რის შემდეგაც საფრანგეთის დედაქალაქში ჩავიდა და გარიგების დასკვნითი დეტალები მოაგვარა. პსჟ-ს ოფიციალური საიტის მიხედვით, ნავასი "პარკ დე პრენსზე" 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს.

სატრანსფერო თანხა ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა როგორც მადრიდული AS-ი წერს, პარიზელებს გამოცდილი კარის დარაჯის გადაბირება დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდათ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს გოლკიპერი ალფონს არეოლა "რეალში" 1-წლიანი იჯარით გადავიდა. იგი ტიბო კურტუას კონკურენციას გაუწევს და ძირითადში მოხვედრას ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები