Aa
Aa

მხითარიანი იტალიაში გაფრინდა! სომეხ ფეხბურთელს "რომაში" ელოდებიან

Sky Sports იტყობინება, რომ ლონდონის „არსენალის“ შემტევი, ჰენრიხ მხითარიანი რამდენიმე წუთის წინ რომში გაფრინდა, რათა „ჯალოროსისთან“ საბოლოო დეტალები შეათანხმოს.

დედაქალაქურ გუნდს სომეხი ფეხბურთელის იჯარის წესით გადაბირება სურს და „მეთოფეები“ 30 წლის შემტევის განათხოვრების წინააღმდეგნი არ არიან.

ლონდონური გუნდის თავკაცი, უნაი ემერი მხითარიანს აღარ ენდობა და მას ბევრ სათამაშო დროს არ აძლევს. „ნიუკასლთან“ მატჩის შემდეგ სომეხი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და გასაკვირი არაა, რომ „არსენალი“ მის გაშვებას დათანხმდა.

მხითარიანი „მეთოფეების“ ღირსებას 2018 წლის იანვრიდან იცავს. ლონდონელთა მაისურით მას 59 შეხვედრა აქვს ჩატარებული. სომეხი ფეხბურთელის ანგარიშზე 9 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები