Aa
Aa

"იუვეს" რაკიტიჩი სურს - "ბარსას" ბერნარდესკი, თუმცა...

დღეს სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურება.

ტურინის „იუვენტუსი“ უკანასკნელი საათების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს. ესპანური Mundo-ს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ ივან რაკიტიჩის გაფორმებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ტურინელებს ნახევარდაცვის გაძლიერება სურთ და „ბარსას“ თადარიგში გადანაცვლებული 31 წლის ხორვატი იდეალურ კანდიდატურად მიაჩნიათ.

ახალი სეზონის დაწყების შემდეგ ვალვერდე გამოცდილ შუახაზელს აღარ ენდობა და ეს ნეიმარის ტრანსფერის დროს მოლაპარაკებებისას გამოჩნდა, როცა კატალონიელებმა რაკიტიჩი პარიზელებს თანხის დასაკლებად შესთავაზეს.

„იუვენტუსი“ „ბარსას“ გაცვლას სთავაზობს. დანიელე რუგანი, ხუან კუადრადო, ბლეზ მატუიდი, როდრიგო ბენტანკური და ფედერიკო ბერნარდესკი - ხსენებული მოთამაშეებიდან „ბლაუგრანამ“ რომელიმე უნდა აირჩიოს და გარიგებაც შედგება.

წყარო ირწმუნება, რომ „ბარსელონას“ 25 წლის ბერნარდესკის დამატების სურვილი აქვს, თუმცა "იუვე" იტალიელის გაშვების შემთხვევაში დამატებით თანხის მიღებასა ითხოვს.

ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები დარჩენილ საათებში. აქვე დავამატებთ, რომ „იუვე“ „ბაიერნიდან“ ჯერომ ბოატენგის შეძენასაც ცდილობს და ამის მიზეზი კიელინის მძიმე ტრავმა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები