Aa
Aa

"კალიარის" ქომაგების ამაზრზენი ქმედება

საფეხბურთო სამყარო „კალიარის“ გულშემატკივრების შესახებ კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. „როსობლუს“ ფანატებმა „ინტერთან“ მატჩში რომელუ ლუკაკუს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს.

მატჩის 71-ე წუთზე, როცა ბელგიელი თავდამსხმელი თერტმეტმეტრიანის ნიშნულთან მივიდა, „კალიარის“ ფანატები მაიმუნის მსგავს ხმებს გამოსცემდნენ და რასისტულ შეძახილებს სკანდირებდნენ.

„ნერაძურის“ ცენტრფორვარდმა პენალტის წარმატებით შესრულების შემდეგ პაუზა აიღო და ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებს თვალი გაუსწორა.

სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „კალიარის“ ქომაგებს რასიზმში ადანაშაულებენ. შარშან „როსობლუს“ ფანატებმა თავი „იუვენტუსთან“ მატჩში შეირცხვინეს, როცა რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მოიზე კინს მიაყენეს. ხოლო 2017 წელს „კალიარის“ ულტრასების სამიზნე ბლეზ მატუიდი გახლდათ.   

მატჩის შემდეგ ლუკაკუმ Inter TV-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა: „საწყის ორ ტურში მოპოვებული გამარჯვებებით ძალიან ბედნიერი ვარ. რთული მატჩი იყო და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად შეხვედრის ბოლომდე ვიბრძოლეთ. ინტერის მაისურით გამარჯვების გოლის გატანა საოცარი შეგრძნებაა, თუმცა მინდა გუნდს უფრო დიდი დახმარება გავუწიო და საგოლე გადაცემებიც გავიფორმო. ჩვენი მიზანია წარმატებული თამაში გავაგრძელოთ და ქულები არ დავკარგოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები