Aa
Aa

პსჟ-ს ხელმძღვანელები ულტრას ქომაგებს შეხვდნენ!

ესპანური და ფრანგული პრესის ინფორმაციით ნეიმარის სატრანსფერო საგა დასრულდა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკლავი „პარკ დე-პრენსზე“ დარჩება.

პსჟ-ს ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ, რათა „ნეის“ დაბრუნებას პარიზული პუბლიკა უარყოფითად არ შეხვდეს და 27 წლის ფეხბურთელს პრობლემები არ შეექმნას.

ესპანური გამოცემა AS Le Parisien-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მესვეურები კლუბის ულტრასი ქომაგების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სთხოვეს, რომ მატჩების მიმდინარეობისას ნეიმარს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.

როგორც მოგეხსენებათ ლიგა ერთის გახსნით შეხვედრაში ფრანგული გრანდის გულშემატკივრებმა ბანერები გამოფინეს და შეურაცხმყოფელი შეძახილები გამოიყენეს. „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებს სურთ მსგავსი სცენები აღარ განმეორდეს და შეხვედრის მიზანი სწორედ ეს გახლდათ.

AS-ის ცნობით პსჟ-ს ოფიციალური პირების მცდელობები წარუმატებელი გამოდგა. რადიკალურად განწყობილმა ქომაგებმა პარიზული გრანდის ხელმძღვანელობას შეატყობინეს, რომ მომავალშიც კლუბის მხარდაჭერაზე და ნეიმარის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვაზე იქნებიან კონცენტრირებული. პირველ ტურში კი მშვენივრად გამოჩნდა პსჟ-ს ფანატები „ნეის“ მიმართ როგორ არიან განწყობილნი.

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელმა ლიგა ერთის საწყის ოთხ შეხვედრაში ნეიმარი განაცხადს მიღმა დატოვა, თუმცა ბრაზილიელის დაბრუნებას მიესალმება და მზადაა გადაწყვეტილება შეცვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები