Aa
Aa

"ატლეტიკო" იკარდის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება - დრო იწურება...

AS-ის ინფორმაციით მადრიდის "ატლეტიკო" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მაურო იკარდის გასაფორმებლად იბრძოლებს. ზაფხულში არგენტინელი თავდამსმელის შესახებ ბევრს წერდნენ.

"ინტერის" ცენტრფორვარდის საკუთარ რიგებში ხილვით "იუვენტუსი", "ნაპოლი" და "მონაკო ინტერესდებოდნენ. იკარდის შენარჩუნება "ნერაძურის" სამომავლო გეგმებშიც არ შედის, თუმცა თავად ფეხბურთელი "ჯუზეპე მეაცაზე" დარჩენაზეა კონცენტრირებული.

მიუხედავად ამისა ესპანური გამოცემა აცხადებს, რომ "ატლეტიკო" უკან დახევას არ აპირებს. თანაც მაურიტომ "მონაკოში" გადასვლაზე უარი განაცხადა, რადგან საფრანგეთში თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს.

"როხიბლანკო" თავდამსხმელის დამატებაზე მას შემდეგაა ფოკუსირებული, რაც "ვალენსიადან" როდრიგოს გადაბირება ვერ მოახერხა და ალვარო მორატამ ტრავმა მიიღო.

შექმნილი სიტუაციიდან და დროის სიმცირიდან გამომდინარე, მადრიდელებს იკარდის იჯარის წესით აყვანა სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები