Aa
Aa

იკარდი "ინტერს" აუჯანყდა

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მაურო იკარდიმ "ინტერის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. არგენტინელი ფეხბურთელი 1.5 მილიონ ევროს ითხოვს და ვარჯიშებზე დაბრუნების უფლების მიღება სურს.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით იკარდი ამ გზით აპირებს "ნერაძური" წნეხის ქვეშ მოაქციოს და კლუბი აიძულოს მის "იუვენტუსში" ტრანსფერს დათანხმდეს.

მაურიტო "ჯუზეპე მეაცაზე" პერსონა ნონ გრატაა, თუმცა თუ "ბებერი ქალბატონის" რიგებში არ გადავიდა, გეგმავს ანტონიო კონტეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლოს.

"ნერაძური" "ბიანკონერის" დასტურს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ სანაცვლოდ პაულო დიბალას მიიღებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა. აღსანიშნავია, რომ Gazzetta dello Sport-ის მიხედვით "შავ-წითლების" ხელმძღვანელები პროგნოზირებდნენ, რომ იკარდი სარჩელს შეიტანდა და შექმნილ სიტუაცია მომზადებულები შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები