Aa
Aa

იკარდისთვის ბრძოლაში "ატლეტიკოც" ჩაერთო

„ნაპოლი“ და „მონაკო“ მაურო იკარდის საკუთარ რიგებში გადაყვანის იმედს არ კარგავენ. ორივე მათგანი მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაიხადოს. ფრანგული პრესის თქმით, „მონაკო“ და „ინტერი“ შეთანხმებული არიან, თუმცა იკარდის პასუხს ელოდებიან.

როგორც რამდენიმე დღის წინ იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ, განაცხადა, მაურიტოს „მონეგასკთა“ შემადგენლობაში გადასვლა გამორიცხული იყო, მაგრამ, შესაძლოა, საკითხი არც მთლად ასე იყოს. ფრანგები იკარდის წლიურ ხელფასად 10 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც „ნაპოლის“ წინადადებაზე 1.5 მილიონით მეტია.

მეორე მხრივ, ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ იკარდის სატრანსფერო რბოლაში მადრიდის „ატლეტიკოც“ ჩაერთო და თუკი გავლენიან ჟურნალისტს დავუჯერებთ, „როხიბლანკომ“ „ნერაძურისგან“ იკარდის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

იმავე დი მარციოს თქმით, „ინტერი“ იკარდის კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი მომავალ სეზონს სხვა გუნდში იჯარის წესით გაატარებს. მილანელები თავს იზღვევენ და ყოფილი კაპიტნის ტრანსფერში მაქსიმალურად დიდი თანხის მიღება სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები