US OPEN - დღე 4 - ნადალი შემდეგ წრეში უბრძოლველად გავიდა

სიახლე 30.08.2019
A+ A- 12:21

რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობის მე-3 წრეში უბრძოლველად გააღწია. ესპანელ ლეგენდას ტანასი კოკინაკისის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა ავსტრალიელმა შეხვედრის ჩატარებაზე უარი განაცხადა. „მატადორი“ შემდეგ რაუნდში სამხრეთ კორეელ ჰიონ ჩონ მინს დაუპირისპირდება.

5-სეტიან ბრძოლაში იმარჯვა მსოფლიოს მე-6 ჩოგანმა, ალექსანდრ ზვერევმა, რომელმაც ამერიკელ ფრენსის ტიაფოს 6:3; 3:6; 6:2; 2:6; 6:3 აჯობა და 1/16 ფინალში ალიაჟ ბედენეზე გავიდა.

დამაჯერებლად გაიარა ჟერემი შარდის ბარიერი სტენ ვავრინკამ. 34 წლის შვეიცარიელმა მე-3 სეტი ტაიბრეიკზე წააგო, დანარჩენ 3 პარტიაში კი სიტუაციას დამაჯერებლად აკონტროლებდა და მთელ მატჩში საკუთარი მოწოდება ერთხელაც არ წაუგია. ვავრინკას შემდეგი მეტოქე იტალიელი პაოლო ლორენცი იქნება.

ასევე 4 სეტის თამაში მოუწია მსოფლიოს მე-5 ჩოგან დანილ მედვედევს, რომელმაც ბოლივიელი უგო დელიენი საკმაოდ რთულ შეხვედრაში დაამარცხა - 6:3; 7:5; 5:7; 6:3. მედვედევი ფელისიანო ლოპესს შეხვდება და თუ მოუგებს, შესაძლოა, 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გახდეს.

მარინ ჩილიჩმა გერმანელ სედრიკ-მარსელ შტებესთან 4-სეტიანი მძიმე ბრძოლა გადაიტანა, ჯონ ისნერმა კი იან-ლენარ შტრუფს 3 სეტში მოუგო, შესაბამისად, მომდევნო წრეში US OPEN-ის 2014 წლის ჩემპიონი ჩილიჩი და მასპინძელთა მთავარი იმედი ისნერი ერთმანეთს შეხვდებიან.

ქალთა შორის ტურნირს გამოეთიშა მსოფლიოს მე-4 ჩოგანი და უიმბლდონის მოქმედი გამარჯვებული, სიმონა ჰალეპი. რუმინელმა ადგილობრივ ტეილორ ტაუნსენდს პირველი სეტი მოუგო, თუმცა გადამწტვეტ პარტიაში ტაიბრეიკზე დამარცხდა და ნიუ იორკიდან ნაადრევად აბარგება მოუწევს, ტაუნსენდი კი სორანა კირსტიზე გავიდა.

წარუმატებელი დღე ჰქონდა ტურნირის მე-6 ნომერ პეტრა კვიტოვასაც, რომელმაც ანდრეა პეტკოვიჩთან ორ სეტში 4:6; 4:6 წააგო. გერმანელმა ელიზ მერტენსთან თამაშის უფლება მოიპოვა.

ორ სეტში იმარჯვეს ელენა ოსტაპენკომ, კიკი ბერტენსმა და ჯულია გერგესმა, ჯოანა კონტამ კი მარგარიტა გასპარიანს საერთოდ 1 გეიმი დაუთმო. გერგესი და ბერტენსი ერთმანეთს შეხვდებიან, ხოლო კონტა - ჟანთან, ოსტაპენკო კი ანთან ითამაშებს.

მომდევნო რაუნდის მთავარი მატჩი კი კაროლინ ვოზნიაცკისა და ბიანკა ანდრეესკუს შორის ჩატარდება. 29 წლის დანიელმა ადგილობრივ როუზ კოლინზს რთული 3-სეტიანი ბრძოლა 4:6; 6:3; 6:4 მოუგო. რაც შეეხება შესანიშნავ სვლაზე მყოფ ანდრეესკუს, მან ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსს 6:3; 7:5 მოუგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში რთული შეხვედრა გადაიტანა და სამხრეთ კორეელ სუნ ქვონს 5 სეტში აჯობა.  პირველი სეტი აზი...

მოქმედმა ჩემპიონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება 4-სეტიანი გამარჯვებით დაიწყო. სერბმა ვარსკვლავმა გერმანელ იან-ლენა...

მელბურნში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა წვიმის თანხლებით დაიწყო. პირველ დღეს დაგეგმილ შეხვედრათა ნაწილი დასრულდა, ნახევარ...

საჩოგბურთო სამყაროში ახალი სკანდალი მწიფდება. მამაკაცთა წყვილთა რეიტინგის პირველმა ნომერმა, რობერ ფარამ და ნიჭიერმა ჩილელმა, ნიკოლას ჯარიმ დოპინგ-ტესტ...

ნიკოლოზ ბასილაშვილს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, სამხრეთ კორეელ სუნ ქვონთან შეხვედრა მოუწევს. ქართველი 22 წლის აზიელთან აქამდე არასდრ...

ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება ჩაშლის ზღვარზეა. გუშინ გამართული საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი მატჩისას, სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩს,...

ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობას, შესარჩევი ეტაპის პირველსავე წრეში, გამოეთიშა. 22 წლის ბოლქვაძე მსოფლიოს 141-ე ჩოგან ამ...

სერენა უილიამსმა 2017 წლის იანვრის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. ლეგენდარულმა ამერიკელმა ოკლენდის ტურნირის ფინალში ჯესიკა პეგულა ორ სეტში დაამარცხა. 38...

ATP Cup-ის ფინალში ერთმანეთს სერბეთისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ტურნირის ისტორიაში პირველი გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი და მისი ნაკრები ...

ეკატერინე გორგოძემ კანბერას 25 000-იან ტურნირზე გამოსვლა ნახევარფინალურ ეტაპზე დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 187-ე ჩოგან მაგდალენა ფრეხს დაუპ...

ეკატერინე გორგოძე კანბერას 25 000-იანი ტურნირის 1/2 ფინალში, დაძაბული ბრძოლის შედეგად გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გათამაშებაზე მე-8 ნომრად განთესილ ...

როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და სერენა უილიამსი ავსტრალიისთვის გასამართ საქველმოქმედო მატჩში ითამაშებენ. საგამოფენო შეხვედრიდან შემოსული თანხა ხანძრი...

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP CUP-ზე ისტორიაში პირველი შეხვედრა მოიგო. დავით კვერნაძის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა ურუგვაის ნაკრები ანგარიში...

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და პაბლო კუევასის მატჩისას ძალიან უცნაური ფაქტი მოხდა, რომლის ამსახველი ვიდეოც საჩოგბურთო სამყაროს დღის ერთ-ერთ მთავარ ამბად იქც...

ახალი თაობის გამორჩეული წარმომადგენელი, სტეფანოს ციციპასი ATP CUP-ის მატჩის მიმდინარეობისას საშინლად მოიქცა და გაბრაზებულმა საკუთარ მამას ხელში ჩოგანი...

ჩოგბურთში სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა, შესაძლოა, დახურულ კორტებზე ჩატარდეს. ამის მიზეზი ავსტრალიაში მძვინვარე ძლიერი...

ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში მიმდინარე ქალთა 25 000-იან საჩოგბურთო ტურნირში ჩაერთნენ. გორგოძემ პირველი წრე წარმ...

საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრალიაში მიმდინარე ATP CUP-ზე მეორე ტურის შეხვედრაც წააგო. ჩვენი გუნდი ამჯერად იაპონიასთან დამარცხდა. დღ...

რეკომენდებული სიახლეები
"ჰაცუ ბაშოს" მე-9 დღეს, ლევან გორგაძემ მორიგი ორთაბრძოლა გამართა და მე-3 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა. ქართველს ბალანსი 3:5-ზე ჰქონდა, მის მეტოქე...
20.01.2020
"ჰაცუ ბაშოს" მე-10 დღეს, ლევან გორგაძემ მორიგი ორთაბრძოლა გამართა და სეკივაკე ასანოიამას დაუპირისპირდა. წოდებით უფრო მაღლა მდგომ ასანოიამას ბალანსი 6:...
21.01.2020
CrystalSport-ი ზამთრის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით, წარმოგიდგენთ. გავლენიანი ევროპული გამოცემების მიხედვით, უახლესი ინ...
20.01.2020
CrystalSport-ი ზამთრის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით, წარმოგიდგენთ. გავლენიანი ევროპული გამოცემების მიხედვით, უახლესი ინ...
21.01.2020
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში, რუსეთის ნაკრებთან დრამატულ ბრძოლაში 1-ბურთიანი სხვაობით წააგო. თამაში რუ...
20.01.2020
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში რთული შეხვედრა გადაიტანა და სამხრეთ კორეელ სუნ ქვონს 5 სეტში აჯობა.  პირველი სეტი აზი...
21.01.2020
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსის“ წარმატებული სვლა სოლტ ლეიკ სიტიში შეწყდა, სადაც მაკმილანის გუნდი „იუტა ჯაზთან“ განადგურდა. დო...
21.01.2020
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში, რუსეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მიშა ბაღათურიამ...
20.01.2020
ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა, ათწლეულის საუკეთესო 10 მოთამაშის გამოსავლენად, გულშემატკივრების გამოკითხვა დაიწყო, ერთ-ერთი ნომინანტი კი თორნიკე შენგელი...
21.01.2020
იაპონურმა გაზეთმა Japantimes-მა კოკაის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ქართველ სუმოტორს უწოდა ადამიანი, რომელიც ევროპელ მებრძოლებს დიდ სუმოში...
20.01.2020
Championat.com-ის ცნობით ჯანო ანანიძემ მოსკოვის ''სპარტაკთან'' კონტრაქტი გაწყვიტა. ფეხბურთელი რუსულ კლუბში 2009 წლიდან ირიცხებოდა და კონტრაქტის გაწყვე...
21.01.2020
უკანასკნელი სიახლეები