Aa
Aa

ევრა: "პოგბა ოლდ ტრაფორდზე დარჩება"

“მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს, პატრის ევრას მიაჩნია, რომ მისი თანამემამულე, პოლ პოგბა „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას 26 წლის ნახევარმცველი უცხოური პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდებოდა. პოგბას საკუთარ რიგებში ხილვით „რეალი“ გახლდათ დაინტერესებული, თუმცა „წითელმა ეშმაკებმა“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხა მოითხოვეს და „ბლანკოსმა“ უკან დაიხია.

აგვისტოს დასაწყისში ევრამ განაცხადა, რომ პოგბა „მანჩესტერში“ იმ სიყვარულს ვერ გრძნობს, რაც ტურინში ჰქონდა, მაგრამ ახლა თანამემამულეს მოუწოდებს „ოლდ ტრაფორდი“ არ დატოვოს.

„პოლი მიზანდასახული ადამიანია. იგი მანჩესტერის ღირსებას იცავს და მანჩესტერში დარჩება. ვნახოთ მომავალში რა მოხდება, მაგრამ ამ ეტაპზე იუნაიტედის დატოვება მისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს“.

„სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, მაშინ როცა სეზონი უკვე დაწყებულია, კლუბის შეცვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. იმედი მაქვს მას მანჩესტერში შესანიშნავი სეზონი ექნება“.

„პოლი ჩემი მეგობარია და მისთვის საუკეთესო მინდა. თუ ის მანჩესტერში ბედნიერი არაა, ვეტყვი, რომ კლუბი დატოვოს. თუ ბედნიერია - ვეტყვი, რომ დარჩეს. მაგრამ სიმართლე გითხრათ ვურჩევ ოლდ ტრაფორდიდან არ წავიდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები