Aa
Aa

"რომა" ლოვრენზე გადაერთო

დანიელე რუგანის სატრანსფერო მოლაპარაკებების პრაქტიკულად ჩიხში შესვლის შემდეგ „რომამ“ დეიან ლოვრენის კანდიდატურა წინა პლანზე წამოსწია.

Corriere dello Sport-ისა და Tuttomercatoweb-ის ცნობით, რომაელები ლოვრენის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ და მათთან მოლაპარაკებები განაახლეს.

ხორვატ მცველთან შეთანხმება დიდ პრობლემად არ უნდა იქცეს, აი „ლივერპული“ კი მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც შეიძლება დაბრკოლებად იქცეს. „ჯალოროსის“ ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით აყვანა სურს, რისთვისაც 3 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდეგ ზაფხულს კი მისი ტრანსფერისთვის 12 მილიონ ევროს გაამზადებს.

30 წლის უკანახაზელმა „ლივერის“ ძირითადში ადგილი დაკარგა, რის გამოც „ენფილდის“ დატოვებას აქტიურად განიხილავს, თუმცა პრემიერ ლიგის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ მსურველ კლუბთა რიგი ნამდვილად არ უდგას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები