Aa
Aa

შაკილ ონილმა კობი ბრაიანტს უპასუხა

კობი ბრაიანტმა პატრიკ ბეთ-დევიდისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი ყოფილი თანაგუნდელის, შაკილ ონილის შესახებ ისაუბრა. „შავ მამბას“ ჰკითხეს რას მიაღწევდა შაკი კობი ბრაიანტის შრომის ეთიკა რომ ჰქონოდა, რაზეც „ლეიკერსის“ ლეგენდამ განაცხადა:
შაკი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი გახდებოდა. დარწმუნებული ვარ თავადაც იგივეს გეტყვით. მას სავარჯიშო დარბაზში მეტი დრო რომ გაეტარებინა, ახლა 12 ბეჭედი მექნებოდა".

ბრაიანტის სიტყვებს საკალათბურთო სამყაროში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კობის ფრაზებს შაკიც გამოეხმაურა და აღნიშნა: „12 ბეჭედი გექნებოდა, პასები რომ გაგეკეთებინა, განსაკუთრებით ფინალში პისტონსის წინააღმდეგ... თავდაუზოგავად რომ არ მეშრომა, ძეგლს არ დამიდგამდნენ“.

ბრაიანტი და ონილი თანაგუნდელები 1996-დან 2004 წლამდე იყვნენ. „ლეიკერსის“ რიგებში მათ ლარი ობრაიენის თასი მიჯრით სამჯერ დაისაკუთრეს, თუმცა ვარსკლავურ დუეტს შორის წარმოქმნილი კონფქლიქტის გამო, 2004-ში შაკი „მაიამი ჰიტში“ გაუშვეს.

ფლორიდელებთან ერთად ონილმა ჩემპიონობა 2006 წელს იზეიმა. კობის „ლეიკერსი“ კი საუკეთესო გუნდი კიდევ ორჯერ გახდა და უმაღლეს მწვერვალზე 2009 და 2010 წლებში ავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები