Aa
Aa

ჟოაო მარიომ "ინტერი" დატოვა

პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო მარიო მილანის „ინტერიდან“ მოსკოვის „ლოკომოტივში“ 1-წლიანი იჯარით გადავიდა. 26 წლის ფეხბურთელი რუსეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა და „ლოკოში“ მისი პრეზენტაციაც მოეწყო.

მარიო „რკინიგზელთა“ რიგებში პირველ სეზონს განათხოვრების წესით გაატარებს, შემდეგ კი გუნდს მისი 18 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნება.

ახალგაზრდა შუახაზელმა რუსულ პრესასთან პირველი კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ლოკოში“ გადასვლა კლუბის ამჟამინდელმა პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა - მანუელ ფერნანდეშმა და ედერმა ურჩიეს.

„ევრო 2016“-ზე წარმატებული თამაშის შემდეგ მარიო „ინტერმა“ 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა პორტუგალიელმა „ნერაძურიში“ ფეხი აშკარად ვერ მოიკიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები