Aa
Aa

"ერთმანეთი სოციალური ქსელით გავიცანით" - tennisworldusa-ს ინტერვიუ ბასილაშვილის მეუღლესთან

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა tennisworldusa-მ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლის, ნეკა დოროკაშვილის, ინტერვიუ გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამერიკული გამოცემის სტატიის გადმოქართულებულ ვერსიას:

„ნეკა დოროკაშვილი და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2013 წელს დაწორწინდნენ. შემდეგ ისინი ვაჟის მშობლები გახდნენ, თანდათან კი ნიკოლოზმა თამაშს მოუმატა და წელს კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აქვს.

ინტერვიუში ნეკა მის ქართველ ჩოგბურთელთან ურთიერთობაზე საუბრობს: „მე და ნიკამ ერთმანეთი სოციალური ქსელით გავიცანით, რის შემდეგაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთად ვიყავით, რაც ქორწინებით დაგვირგვინდა. მისი საჩოგბურთო წარმატებებიც აქედან იწყება.

ვფიქრობ, მის წინსვლაში გარკვეული წვლილი მეც შევიტანე. საკუთარი კარიერა მივატოვე და ყურადღება მხოლოდ ოჯახზე გადავიტანე, ნიკას ტურნირებზეც დავყვებოდი. მისი წარმატება ჩემიცაა. სპორტსმენებს ყოველდღიური პრობლემები თავიდან უნდა აარიდო, ასე რომ, მათი კარიერისთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია“.

თუ როგორ გაუმკლავდა იგი დედობას, ნეკა გვიყვება: „ძიძა არასდროს ამიყვანია, ბავშვის აღზრდაში დედა და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებოდნენ. სახლის საქმეებს პრაქტიკულად მარტო ვაკეთებ, საჭმელს ვაკეთებ და ბავშვზე ვზრუნავ. ჩვენი საყვარელი კერძი ბორშჩი და სენდვიჩი - Hot Brown-ია. მათ საკმაოდ გემრიელად ვამზადებ.

ამჟამად წიგნზე ვმუშაობ, რადგან მსურს, საკუთარი გამოცდილება სხვებს გავუზიარო. მე და ნიკოლოზი ერთად ფილმებს ვუყურებთ, მას ომების შესახებ გადაღებული ფილმები ურჩევნია, მე კი უპირატესობას რომანტიკულსა და სათავგადასავლო დრამებს ვანიჭებ“.

ბასილაშვილსა და მის მეუღლეს 4 წლის ვაჟი, ლუკა, ჰყავთ. ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკამ აღნიშნა, რომ სურს, მისმა შვილმაც ჩოგბურთი ითამაშოს. ნეკა დოროკაშვილი სტუდენტობისას Miss University გახდა, მოგვიანებით იგი GIPA-ში პიარს სწავლობდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები