ბლატერის უცნაური ისტორია: რატომ მესი? როგორ გააკრიტიკეს პერესმა და რონალდუმ ფიფას პრეზიდენტი
Aa
Aa

ბლატერის უცნაური ისტორია: რატომ მესი? როგორ გააკრიტიკეს პერესმა და რონალდუმ ფიფას პრეზიდენტი

ფიფას ყოფილი პრეზიდენტი, 83 წლის იოზეფ ბლატერი ფეხბურთიდან ჩამოშორების შემდეგ ამა თუ იმ თემებზე ღიად და თავისუფლად საუბრობს.

ბლატერმა ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა. ფიფა-ს პრეზიდენტობის დროს ის ოქსფორდის სტუდენტებს შეხვდა, სადაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მას ჰკითხა მესი ერჩივნა, თუ რონალდუ...

ბლატერმა მესი დაასახელა, რის შემდეგაც მას მალევე „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაურეკა და საკმაოდ მკაცრადაც ესაუბრა.

„მე კითხვაზე ვუპასუზე, რომ ორივენი ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ მესი იყო ბავშვი, რომელზეც ნებისმიერი დედა იოცნებებდა, რონალდუ კი მეტად რობოტიზებული იყო.

ამის შემდეგ რონალდუ და ფლორენტინო პერესი ძალიან განაწყენებულები იყვნენ“.

ბლატერი იმ დროს „რეალის“ საპატიო პარტნიორი გახლდათ. „დიახ, პერესი ძალიან გაბრაზებული იყო. მე ვუპასუხე, რომ ეს პირადი გემოვნების საკითხი გახლდათ. ის გაღიზიანდა და მითხრა, რომ მე ჩემი სიტყვები უნდა განმემარტა და დამეზუსტებინა.

ამ ამბის შემდეგ ჩვენ მალევე ოქროს ბურთის დაჯილდოება გვქონდა, რომლის გამარჯვებულიც რონალდუ გახდა“.

აქვე გეტყვით, რომ იოზეფ ბლატერმა ამ ინციდენტის შემდეგ მადრიდის „რეალს“ ბოდიში ოფიციალურად მოუხადა. მისი წერილი სამეფო კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები