Aa
Aa

ალექსის სანჩესის მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა

იტალიური გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ინტერი" ალექსის სანჩესის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან. La Gazzetta dello Sport და Tuttosport აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მხარეები ხვალ მიიღებენ.

"ნერაძურიმ" შესაძლოა ჩილელი ფეხბურთელი მშრალი იჯარით მიიღოს და კონტრაქტის გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეძლოს. ყველაზე მნიშვნელოვან კი ის გახლავთ, რომ "ინტერი" დათმობებზე წავიდა და მზადაა სანჩესის ანაზღაურების ნაწილი დაფაროს.

ალექსისი "ოლდ ტრაფორდზე" 12 მილიონ ევროს იღებს. "მანჩესტერმა" ფეხბურთელს პირველი ორი თვის ხელფასი უკვე გადაუხადა და სურს დარჩენილი თანხის ნახევარი მაინც "ინტერმა" გაიღოს.

იტალიელები ამ წინადადებას დიდად არ მიესალმებოდნენ, თუმცა პოლიტიკა შეცვალეს და მზად არიან ჩილელ შემტევს 4.5 მილიონი ევრო გადაუხადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები