Aa
Aa

პსჟ ნეიმარის შემცვლელად ზაჰას მოიაზრებს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Mirror საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ვილფრიდ ზაჰას ტრანსფერითაა დაინტერესებული.

"პარკ დე-პრენსის" ბინადრები "კრისტალ პალასის" ფეხბურთელს ნეიმარის შემცვლელად მოიაზრებენ და თუ ბრაზილიელი გაასხვისეს სწორედ 26 წლის შემტევის გადაბირებას შეეცდებიან.

პსჟ-ს მესვეურებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ "ნეი" უდიდესი ალბათობით კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს. შესაბამისად ზაჰას შეძენას აქტიურად განიხილავენ.

Mirror-ის ცნობით პარიზელები მზად არიან კოტ-დივუარელის სანაცვლოდ "კრისტალ პალასს" 100 მილიონი ფუნტი გადაუხადონ. ბრიტანული გამოცემა ასევე იუწყება, რომ ფრანგული გრანდის ხელმძღვანელები ლონდონში დელეგაციას გზავნიან, რათა "არწივებთან" მოლაპარაკებები დაიწყონ და გაიგონ აპირებს თუ არა "კრისტალ პალასი" ზაჰას გასხვისებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები