Aa
Aa

"მილანი" ბოლომდე იბრძვის! ახალი წინადადება "ატლეტიკოს"

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით "მილანმა" ანხელ კორეას ტრანსფერის თაობაზე "ატლეტიკოს" ახალი წინადადებით მიმართა. "როსონერი" მზადაა არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გაიღოს. და თუ მომავალში კორეა გაყიდა, მიღებული თანხის 30 პროცენტი მადრიდულ კლუბს დაუთმოს.

"შავ-წითლები" "როხიბლანკოს" დაყოლიებას დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით. "ატლეტიკოს" 55 მილიონი ევროს მიღება სურს, "მილანი" კი ამხელა თანხის გადახდას არ გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ კორეას მსურველები ბლომად ჰყავს, თუმცა სამხრეთ ამერიკელს სხვა კლუბში თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს და "მილანის" მაისურის მორგებაზეა ორიენტირებული.

იტალიური პრესა აცხადებს, რომ "როსონერის" ხელმძღვანელობა ყველაფერს პოზიტიურად უყურებს და სჯერა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ატლეტიკოსგან" თანხმობას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები