Aa
Aa

ერიკსენი "რეალს" ელოდება - პოჩეტინო იმედგაცრუებულია

Goal-ის ინფორმაციით, კრისტიან ერიკსენის მომავალი კვლავ გაურკვეველია და ეს „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს პრობლემებს უქმნის.

არგეტინელი სპეციალისტის თქმით, ერიკსენის გაურკვევლობაში ყოფნა თავად ფეხბურთელს და ასევე გუნდსაც დიდ პრობლემებს უქმნის.

წყაროს ცნობით, დანიელი ნახევარმცველის შეძენა მადრიდის „რეალს“ სურს, თუმცა სამეფო კლუბისთვის ერიკსენი ნომერ პირველ სამიზნეს არ წარმოადგენს.

როგორც ცნობილია „რეალი“ ნეიმარისა და პოგბას ტრანსფერებზე მუშაობს, თუმცა დიდი შანსია მათ ამ ფრონტზე არაფერი გამოუვიდეთ და დანიელს დაუბრუნდნენ.

თავად ერიკსენს მადრიდში გადაბარგება სურს და მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნაც სწორედ აქედან არის გამოწვეული.

ასეთი სიტუაციის გამო პოჩეტინო იმედგაცრუებულა და როგორც Goal-ი წერს, არგენტინელი არც ერიკსენისგან და არც კლუბისგან მსგავს ქმედებებს არ ელოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები