Aa
Aa

"რეალმა" კუბო "მალიორკაში" გაანათხოვრა

18 წლის იაპონელი ტალანტი ტაკეფუსა კუბო „რეალიდან“ „მალიორკაში“ იჯარის წესით გადავიდა. ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რის შემდეგაც ხელი 1-წლიან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერა.

თინეიჯერ აზიელს „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში ესპანეთის რანგით მე-3 ლიგაში უნდა ეთამაშა, თუმცა „ლოს ბლანკოსმა“ მისი ლა ლიგაში დატოვება განიზრახა და ჯერ „ვალიადოლიდის“ ვარიანტს განიხილავდა, შემდეგ კი მისი „მალიორკასთვის“ დათმობა გადაწყვიტა.

კუბო ბალეარის კუნძულებზე გუშინ ჩავიდა და ახალი თანაგუნდელები გაიცნო, დღეს კი მათთან ერთად პირველად ივარჯიშებს.

ტაკეფუსა კუბო „მალიორკას“ ისტორიაში მე-3 იაპონელი ფეხბურთელია, იგი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები