ერთი ფოტოს ამბავი - ეტოო გოლს ბურთის მომტან ბიჭუნასთან, ჰადსონ-ოდოისთან ერთად აღნიშნავს
Aa
Aa

ერთი ფოტოს ამბავი - ეტოო გოლს ბურთის მომტან ბიჭუნასთან, ჰადსონ-ოდოისთან ერთად აღნიშნავს

რამდენიმე საათის წინ ინტერნეტსივრცეში ფოტო გავრცელდა, რომელზეც "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი, სამუელ ეტოო გოლს ზეიმობს.

კამერუნელი თავდამსხმელი "წითელი ეშმაკების" კარის აღებას ბურთის მომტან ბიჭუნასთან ერთად აღნიშნავს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები "ლურჯების" პერსპექტიული ახალგაზრდა, კალუმ ჰადსონ-ოდოი გახლავთ.

ფოტო 2014 წელსაა გადაღებული, ეტოომ მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა და მესამე გოლი სწორედ ბურთის მომტან ბიჭუნასთან ერთად იზეიმა.

ჰადსონ-ოდოი თავის კუმირს თვალებგაბრწყინებული შესცქერის და ძალიან ბედნიერია.

მაშინ ჰადსონ-ოდოი "ჩელსიში" მეშვიდე წელს ატარებდა. სულ მალე მან თავის გამოჩენა მოახერხა და ახალგაზრდულ გუნდებში საოცარი ასპარეზობით "არისტოკრატების" ყურადღება მიიპყრო.

ინგლისელი შემტევის პროგრესი აქილევსის მყესის ტრავმამ შეაჩერა, თუმცა ლონდონელები მასზე მაინც დიდ იმედებს ამყარებენ, რაზეც ახალი შეთავაზებაც მეტყველებს. "არისტოკრატები" მზად არიან კალუმს გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმონ და კვირაში 20000 ფუნტი გადაუხადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები