Aa
Aa

იტალიური გამოცემები დონარუმას პსჟ-ს უკავშირებენ

Calciomercato-ს ინფორმაციით საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, „პარი სენ-ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმას შეძენითაა დაინტერესებული და წინადადებას ამზადებს. ფრანგულ გრანდს „მილანის“ 20 წლის გოლკიპერს ახლო წარსულშიც უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ გამოსასყიდ თანხასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გაჩნდა.

„როსონერი“ თანახმაა დონარუმა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს. „პარი სენ-ჟერმენი“ კი უახლოეს მომავალში „შავ-წითლებს“ 55 მილიონს შესთავაზებს. პარიზელები იტალიურ კლუბზე ზეწოლას განახორციელებენ და მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ახალგაზრდა მეკარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გაიფორმონ.

დონარუმამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ „სან სიროს“ დატოვება არ სურს დასაინტერესოა „პარკ დე-პრენსის“ ბინადრები მის დაყოლიებას როგორ მოახერხებენ.

ჯანლუიჯი დონარუმა „მილანის“ აღზრდილია და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად მიიჩნევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები