Aa
Aa

"ნაპოლი" იკარდიზე უარს ამბობს და ლორენტეს დაიმატებს?

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ნაპოლის“ მიერ მაურო იკარდისთვის დათქმული ვადის ამოწურვის გამო, კლუბი მის შეძენას აღარ ეცდება და ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერზე გადაერთვება.

Sky Sport Italia და Sport Italia წერენ, რომ იკარდი ნეაპოლელთა წინადადებას სერიოზულად არ განიხილავდა და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ „პარტენოპეი“ „ინტერს“ სატრანსფერო პირობებზე სრულად მოელაპარაკება.

ამ ყველაფრის დასტურია ისიც, რომ ფეხბურთელის მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა, უახლოეს დღეებში ფოტოსესიისთვის ნეაპოლის მახლობლად მდებარე კუნძულ კაპრიზე მიემგზავრება, თუმცა მის განრიგსა და გეგმებში „ნაპოლის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის გამართვა არ შედის.

რაც შეეხება ნეაპოლელთა სათადარიგო ვარიანტ ფერნანდო ლორენტეს, იგი კარლო ანჩელოტის უკვე ესაუბრა და „ნაპოლიში“ გადასვლაზეც თანახმაა.

ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და „პარტენოპეის“ გარდა, კიდევ რამდენიმე იტალიური კლუბის წინადადებას განიხილავს. მათ შორის „ლაციო“ და „სამპდორია“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები